Monday, July 3, 2017

პროექტი

პროექტის სახელწოდება; ღერძული სიმეტრია.
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გარემომცველ სამყაროში ამოიცნობენ სიმეტრიულ ფიგურებს.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები შეიძენენ ცოდნას სიმეტრიის შესახებ არა მარტო მატემატიკაში არამედ ხელოვნებაში,ქართულ სიტყვიერებაში, არქიტექტურაში და ადამიანის სხეულში.
პროექტის მიზნები:მოსწავლეებს შეუძლიათ ამოიცნონ სიმეტრიული ფიგურები.
მოსწავლეებს შეუძლიათ ააგონ მოცემული ფიგურის სიმეტრიული ფიგურის აგება მოცემული წრფის მიმართ.
მოსწავლეთა ასაკი: 12 წელი

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:კროსვორდი, სსლაიდი,პრეზენტაცია.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ფორმატები, ჭიკკარტები,სახაზავი, პროექტორი,ინტერნეტი.
ვადები/ხანგრძლივობა: 5-7 დღე.
პროექტის მსვლელობა (ძიროთადი აქტივობები) მოსწავლეებთან ერთად შევარჩიეთ თემა. დავყავი მოსწავლეები  3  ჯგუფად,თითოეული ჯგუფისათვის შევარჩიეთ ლიდერი და მივეცი მოსამზადებელი თემები 1 ჯგუფი-----სიმეტრია მათემატიკაში, 2 ჯგუფი-------სიმეტრია ხელოვნებაში, 3ჯგუფი-------სიმეტრია ადამიანის სხეულში. მოსწავლეები წარმოადგენენ პრესენტაციას, რომლებსაც თან ერთვის შესაბამისი სლაიდები. ასევე ვიმუშავებთ მოცემული ფიგურის სიმეტრიული ფიგურის აგებაზე მოცემული წრფის მიმართ. ამ საკითხთან დაკავშირებით მათ მიეცემათ დ. ს. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს მივცემ განმავითარებელ შეფასებას.
საგნებთან კავშირი;მათემატიკა, ხელოვნება,ბიოლოგია.
განმავითარებელი შეფასების რუბრიკა
ხელმძღვანელი: ირმა ბოჭორიშვილი